დიეგო კოლასი: საქართველომ ძალიან კარგად იმოქმედა დაავადებასთან ბრძოლის დროს. მთავრობა არის კომპეტენტური, ხოლო პოლიტიკა გამჭვირვალე

საქართველომ ძალიან კარგად იმოქმედა COVID19-თან ბრძოლის დროს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

„COVID19 დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველომ ძალიან კარგად იმოქმედა დაავადებასთან ბრძოლის დროს. მთავრობა არის კომპეტენტური, ხოლო პოლიტიკა გამჭვირვალე. ამით აღფრთოვანებული ვარ. ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს უფრო მტკიცე და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

დიეგო კოლასი მოხარულია, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის საზღვარი გახსნილია.

„საქართველო არის იმ რამდენიმე ქვეყნას შორის, რომლებსაც საფრანგეთმა გაუხსნა საზღვარი. ასევე მოიქცა ბევრი სხვა ევროპული სახელმწიფოც. საფრანგეთი მოხვდა იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელთაც საქართველომ გაუხსნა საზღვარი. ახლა ჩვენ ველოდებით „ეარ ფრანსის“ ფრენების დაწყებას და როგორც ვიცით, რეისები კვირაში ორჯერ შედგება. ეს პატარა წვლილს შეიტანს ტურისტულ სეზონში. ცხადია, წელს ის კარგი არ იქნება. ასევე განახლდება კავშირები ადამიანებს შორის. მე მოხარული ვარ, ვიხილო, რომ ერთ-ერთი პირველი ე.წ. ხიდი, რომელიც „კოვიდ-19“-ის შემდეგ ადამიანებს შორის აღდგა, იყო საქართველოსა და დასავლეთ ევროპას, კერძოდ, კი საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირი“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

Facebook Comments

ახალი დადებული