დღეს, ათენიდან სპეციალური რეისით, საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

სპეციალური რეისით დღეს ჩვენი თანამოქალაქეები ათენიდან დაბრუნდებიან.

რაც შეეხება მომდევნო დღეებში დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს, 1 აგვისტოს ფრენა თბილისი – ამსტერდამი – თბილისის მიმართულებით შესრულდება, 2 აგვისტოს კი, თბილისი – ვენა – თბილისის რეისი.

ამას გარდა, 2 აგვისტოდან განახლდება მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები.

პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე კი, რეგულარული ფრენები 8 აგვისტოდან გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ უცხოეთიდან დაბრუნებული მგზავრები აეროპორტშივე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

Facebook Comments

ახალი დადებული