თეა წულუკიანი: დაკავებული გაგნიძე და სხვა პირები ჩემს საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე და სხვა პირები მის საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის განზრახ მკვლელობაში მონაწილე პირები უმკაცრესად დაისჯებიან.

„არავითარი გაგნიძე და სხვა გვარები, რომლებიც ახსენეთ, ჩემს საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არათუ მკაცრად, არამედ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელმაც შაქარაშვილს, თავიანთი თაობის ახალგაზრდა კაცს ასე ვერაგულად და დაუნდობლად მოუსწრაფა სიცოცხლე“,- განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე 17 პირია დაკავებული, რომელთა შორის ერთ-ერთი მორაგბე არჩილ გაგნიძეა.

Facebook Comments

ახალი დადებული