ირაკლი ბერაია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ყოველი მომდევნო არჩევნები წინასთან შედარებით მაღალი დემოკრატიული სტანდარტით იმართებოდა

არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ყოველი მომდევნო არჩევნები იმართებოდა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი, რათა არჩევნები მაღალი, საუკეთესო დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებს, მათთვის სასურველ ინტერპრეტაციებს სერიოზულად არ აღვიქვამ. არ მგონია, ქვეყანაში ვინმე პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს ადარდებდეს, რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული