მაიკ პომპეოსთან საუბრისას ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან გამართულ სატელეფონო საუბარზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრემიერი ამბობს, მან ხაზი გაუსვა ქვეყნის ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი.

“სასიამოვნო იყო საუბარი მაიკ პომპეოსთან აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ახალ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მას მადლობა გადავუხადე კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ და ამ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი”, – წერს გახარია “ტვიტერზე”.

Facebook Comments

ახალი დადებული