ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ჩოგბურთელი გერმანიაში მიმდინარე საჩვენებელ ტურნირზე მიხეილ ზვერევთან ორ სეტში, 5:7, 1:6 დამარცხდა.

ტურნირს, სადაც ბასილაშვილი გამოდის, საერთაშორისო საგამოფენო პრემიერლიგა ჰქვია. ვისთან გამართავს მომდევნო შეხვედრას საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ჯერჯერობით უცნობია.

28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილზეა.

Facebook Comments

ახალი დადებული