საქართველოდან აზერბაიჯანელი მოქალაქეების მორიგი დაბრუნება იგეგმება

საქართველოდან აზერბაიჯანის მოქალაქეების მორიგი დაბრუნება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში განაცხადეს.

მათ შორის აზერბაიჯანის 150 მოქალაქე, ასევე 100-მდე ეთნიკურად აზერბაიჯანელია. სიაშია ასევე 8 აზერბაიჯანელი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და თურქეთის ერთი მოქალაქე. დღეს ამ პირებს კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ.

29 ივლისს, დილის 10:00 მათ 4 ავტობუსებით საბაჟო გამშვებ პუნქტ “წითელი ხიდთან” მიიყვანენ.

აქამდე საქართველოს ტერიტორიის გავლით მეზობელ ქვეყანაში 1000 აზერბაიჯანელი დაბრუნდა.

Facebook Comments

ახალი დადებული