სრული იგნორირება – საქართველოს ნაკრები არც “8 ერში” ითამაშებს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “8 ერის” ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.
აღნიშნული ტურნირისთვის “6 ერისთვის” 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი – ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, “ბორჯღალოსნებს” ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.
გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:
A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

Facebook Comments

ახალი დადებული