ქართული ყავის კომპანია „მეამას“ შენობა, შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდეს

Architizer A+Awards მსოფლიო არქიტექტურის კუთხით, ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში წლის საუკეთესო, მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული პროექტების პოპულარიზაციას. მასზე წარდგენილ ნამუშევრებს ეცნობა გლობალური აუდიტორია, დაახლოებით, 400 მილიონზე მეტი ადამიანი.

კონკურსის მიმდინარეობისას ჟიური თითოეულ კატეგორიაში ასახელებს ხუთ ფინალისტს, რომელთა მხარდაჭერაც ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ქართველებს, საქართველოდან, შეუძლიათ.

გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ონლაინკენჭისყრით და გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს.

საქართველოდან ამ საერთაშორისო კონკურსზე წარდგენილია და უკვე ფინალშია ქართული ყავის კომპანია „მეამას“ სათაო ოფისის შენობა, რომლის არქიტექტურა და დიზაინი გიორგი ხმალაძეს  ეკუთვნის.

„მეამას“შენობა წარდგენილია სამ კატეგორიაში:

მსოფლიო დონის კონკურსის ხმის მიცემა 31 ივლისამდე გრძელდება.

„მეამას“ შენობის კონკურენტები არიან ისეთი ცნობილი კომპანიების სამუშაო სივრცეები, როგორიცაა: Jaguar, TikTok და სხვა.

გამარჯვებული და ასევე, ფინალში გადასული პროექტები განთავსდება Architizer A + Awards ვებგვერდზე. ისინი, ასევე, წარმოდგენილი იქნება Architizer.com-ის ჟურნალში და A + Awards- ის მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტურის შესახებ შექმნილ ყოველწლიურ გამოცემებში. გამარჯვებულ პროექტს, ასევე, გადაეცემა სპეციალური პრიზი.

marketer

Facebook Comments

ახალი დადებული