ცერცვაძე: საზღვრების გახსნა საქართველოში ვირუსის მკვეთრ მატებას არ გამოიწვევს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, საერთაშორისო საზღვრების გახსნა საქართველოში ვირუსის მკვეთრ მატებას არ გამოიწვევს.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა გაცილებით უფრო მსუბუქი იქნება ვიდრე პირველი ტალღა იყო.

„საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად დროულად, რაციონალურად და პროპორციულად და შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას. რაც შეეხება მეორე ტალღას გვიან შემდგომაზე, ის ან არ იქნება, ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა. გარანტირებულად და თითქმის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული და მას შეუძლია თავის თავს უფლება მისცეს იცხოვროს და იმუშაოს სრულფასოვნად და კონსტრუქციულად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული