16 წლის ბიჭი შადრევნის მილში გაიჭედა და დაიხრჩო

ესპანეთში, მადრიდის ერთ-ერთ პარკში 16 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად 30 სანტიმეტრის სიღრმის შადრევანში თამაშობდა. მოულოდნელად ის შადრევნის მილში ჩაიძირა და დაიხრჩო. ამის შესახებ Mirror წერს. 

როგორც ცნობილია, გარდაცვლილის მეგობრებმა მილის საფარი ამოიღეს და ბიჭის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ექიმების თქმით, გარდაცვლილ არასრულწლოვანს 30 წუთის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვა უტარდებოდა, მაგრამ მისი გულის ამუშავება ვერ შეძლეს.

ქვეყნის შესაბამისმა სამსახურმა, მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ყველა შადრევნის საფარის შემოწმების ბრძანება გასცა.

Facebook Comments

ახალი დადებული