არჩევნების შემდეგ ან გასაქცევად იქნება საქმე, ან გასაკიდებელი იქნება ვიღაცაზე

იმ დროს, როდესაც სახლებში ვიყავით გამოკეტილები, რეალურად კარანტინში ვიყავით და გარკვეული დროით შეგვეძლო გარეთ გასვლა, ამ პერიოდით ვისარგებლე და ვიძუნძულე თბილისის სხვადასხვა უბნებში,-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

ნიკა მელიამ გადაცემაში, წონის დაკლების თავისი ფორმულა გაამხილა. მისი თქმით, პოლიტიკოსისთვის ფორმაში ყოფნა აუცილებელია. 

„3 თვის განმავლობაში ველოსიპედით და ფეხით დავდიოდი ქალაქის სხვადასხვა უბნებში. პოლიტიკოსისთვის ფორმაში ყოფნა აუცილებელია. სიმართლე გითხრათ, ვეღარ დავდიოდი, დათვივით დავბაჯბაჯებდი, ვგრძნობდი ძალიან სერიოზულ დისკომფორტს. არჩევნების დღეს ან გასაქცევად იქნება საქმე, ან გასაკიდებელი იქნება ვიღაცაზე. რა სპეციალობისაც არ უნდა იყო, რამდენადაც დაკავებული არ უნდა იყო, კვირაში 5 საათი უნდა დაუთმო სპორტს. რადგან განწყობა გიუმჯობესდება. ახლა უფრო ლაღი ვარ, უფრო ხალასი ვარ და უფრო ხშირად ვიღიმები“,-განაცხადა პოლიტიკოსმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული