გერმანიის სამეცნიერო კვლევების მინისტრი: კორონავირუსის ვაქცინა მხოლოდ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან იქნება ხელმისაწვდომი

BERLIN, GERMANY - JULY 29: German Education Minister Anja Karliczek (L) attends a cabinet meeting at the German chancellery on July 29, 2020 in Berlin, Germany. (Photo by Felipe Trueba - Pool/Getty Images)

გერმანიის განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრმა, ანია კარლიჩეკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს მომდევნო წლის მეორე ნახევრამდე.

მინისტრის თქმით, გერმანიის მთავრობა დაფინანსებას გაზრდის, რათა ხელი შეუწყოს ვაქცინის კვლევებისა და შექმნის პროცესის დაჩქარებას.

„მკვლევრები დაუჯერებელი სიჩქარით მუშაობენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეყოვნება ყოველთვის შესაძლებელია. ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ სასწაულს და მოველით, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომავალი წლის მეორე ნახევრიდან“, – განაცხადა მინისტრმა.

ანია კარლიჩეკმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ფინანსურ დახმარებას შესთავაზებს სამ ლაბორატორიას, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაშია ჩართული.

Facebook Comments

ახალი დადებული