თამარ ბაჩალიაშვილის მამა: ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას არ ვითხოვ, დაველოდოთ გამოძიებას

არ ვითხოვ ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას. მჯერა ჩემი ადვოკატის და ექსპერტის, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, „პალიტრავიდეოსთან“ განაცხადა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობას ენდობა:„დაველოდოთ გამოძიებას, არავის ვუცხადებ უნდობლობას, არც ამ მთავრობას, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას. დაიკითხოს ის პიროვნება, ღამე, სამ საათზე რომ მითხრა კომპიუტერი გავხსენით, მაგაზე ვმუშაობ, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იყო შენი შვილიო, ახლა რომ იძახიან არ არის გახსნილიო. მიხეილ რამიშვილი რომ იყო გუშინ ექსპერტიზის ბიუროში, ერთი ამბავი იყო, კინაღამ შეჭამეს კაცი. რატომ იყო გახსნილი კომპიუტერი?! “ – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

მისივე თქმით, ის გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას არ ითხოვს.

„ცხედარი რომ ვნახე ისეთ დღეში იყო, თითქოს სადღაც „შებოლეს“. ასეთი რამ არ მინახავს, დღემდე შოკში ვარ. დახურულ სივრცეში აწეულ შუშებში, ასეთი რაღაც არ ხდება. ჩემს გულისკტკივილს არვინ უსმენს. ერთი სიტყვა წამომცდა დნმ… ჯერ ეს ადრეა. მე ვენდობი ადვოკატს, ექსპერტს. გაბრაზებული, ემოციური ვიყავი და ვთქვი დნმ. მე არ ვითხოვ ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას. მჯერა, ჩემი ადვოკატის და ექსპერტის. ვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს საქმე, იქ ბევრი კეთილი ადამიანია, ვინც გულთან მიიტანს. მინდა, გავიგო სიმართლე ვინ მოკლა ჩემი შვილი. მეორე ვარიანტი, ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე“ , – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

წყარო:imedinews

Facebook Comments

ახალი დადებული