კელი დეგნანი: ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ყოველგვარი დაშინებისა თუ სხვა დაბრკოლების გარეშე, მივიდეს არჩევნებზე

ახლა ჯერი იმაზეა, აღნიშნული კანონმდებლობა იყოს დაწვრილებითა და დეტალურად პრაქტიკაში აღსრულებული არჩევნების პერიოდში, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ყოველგვარი დაშინებისა თუ სხვა დაბრკოლების გარეშე, მივიდეს არჩევნებზე, მისცეს ხმა და ჰქონდეს ნდობა იმ შედეგების მიმართ, რაც დადგება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა.

„მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, განხორციელდა საარჩევნო რეფორმა და მიღებულია კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონმდებლობამ არ ასახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებს ჰქონდათ, მაინც ეს იყო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ახლა ჯერი იმაზეა, აღნიშნული კანონმდებლობა იყოს დაწვრილებითა და დეტალურად პრაქტიკაში აღსრულებული არჩევნების პერიოდში, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ყოველგვარი დაშინებისა თუ სხვა დაბრკოლების გარეშე, მივიდეს არჩევნებზე, მისცეს ხმა და ჰქონდეს ნდობა იმ შედეგების მიმართ, რაც დადგება. ასევე, მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ამომრჩეველთა ინფორმირება და მათი განათლება იმ კუთხით, როგორ უნდა მისცენ ხმა უსაფრთხოდ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ კოვიდის სიტუაციას”, – განაცხადა კელი დეგანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული