მაგან მარკლის მამა- შვილი მიყვარს, მაგრამ არ მეამაყება

პრინც ჰარის სიმამამრი, მეგან მარკლის მამა ქალიშვილის საქციელს აკრიტიკებს, ამის შესახებ Daily Mail სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიაზე დაწერილ წიგნზე დაყრდნობით წერს. წიგნის „თავისუფლების ძიებაში“ ავტორები არიან ომიდ სკოუბი და კაროლინ დიურანი, რომლებიც ძირითადად, სელებრითებზე წერენ.

მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მათ არანაირი საერთო არ აქვთ ნაწარმოებთან, სადაც სამეფო ოჯახია გაკრიტიკებული, 75 წლის ტომას მარკლმა შვილს და სიძეს მოუწოდა, „არ იწუწუნონ“.

„მე მიყვარს ჩემი შვილი, მაგრამ არ ვარ ამაყი იმით, რასაც ის დღეს წარმოადგენს“,-განაცხადა მან.

წიგნში „თავისუფლების ძიებაში“ ნათქვამია, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უარი განაცხადეს, დაეცვათ ტომას მარკლი მედიის კრიტიკისგან. მამაკაცისთვის ეს ფაქტი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და „დაუჯერებელი“ უწოდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული