მარინა ენდელაძის მოსაზრებით, კორონას მეორე ტალღა უკვე დაიწყო

თითქოს მეორე ტალღა უკვე დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„უკვე არის ასეთი ტენდენცია, რომ კორონას მეორე ტალღა იქნება, პრინციპში თითქოს დაუწყო კიდეც, რადგან ინფიცირებულების რაოდენობა შემცირებული იყო, ახლა იმატებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დრამატულად და რთულად მოვლენები არ განვითარდება“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული