მაშველებმა მტკვრიდან კაცის ცხედარი ამოიყვანეს

თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.

ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Comments

ახალი დადებული