მე, რატომ მეკითხებით? მაგ კომპანიაში ინვესტირება 10 წლის წინ გავაკეთე – მამუკა ხაზარაძე საკუთარ კომპანია ,,გეოპლანტზე“, რომელიც ზემო ეწერის მოსახლეობას მიწას ართმევს

მე, რატომ მეკითხებით? მაგ კომპანიაში ინვესტირება 10 წლის წინ გავაკეთე , – ასე პასუხობს ,,ლელო საქართველოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც იმ კომპანიის საქმიანობას ეხება, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ზემო ეწერის მოსახლეობას მიწას ართმევს.
მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდის რაიონული ოფისის ხელმძღვანელად ალექსანდრე ახვლედიანი დანიშნა, რომელიც ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, უფრო წარსულში კი, ზაზა გოროზიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის მოადგილე.
ალექსანდრე ახვლედიანი ტელეკომპანია ,,POSTV“-ის ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და უპასუხა, რომ იგი არ აინტერესებს და არც დაინტერესებულა ,,გეოპლანტის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და არც იმას დაეძებს, ვინ არიან ამ კომპანიის მეწილეები.
სიუჟეტის ავტორის თქმით, მოსახლეობა ხელისუფლებას მიწების გამოსყიდვაში დახმარებას სთხოვს.
,ფაქტია რომ ზედა ეწერის მკვიდრებს, ამ მიწის გარდა აღარაფერი შერჩათ. სოფელს სხვა მიწის ფართობები არ, გააჩნია, მხოლოდ ეს 5 ჰექტრამდე მიწაა, რომელსაც სოფელი საძოვრებად იყენებს და კომპანიას კი, აქ მოცვის კულტურის გაშენება სურს. ფაქტია ისიც , რომ კომპანიის ლელოელი მეწილისა და მისი ადგილობრივი რეგიონალური ხელმძღვანელისთვის, გლეხების პრობლემა მეორეხარისხოვანია და ეს ყოველივე იმის ფონზე, რომ არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარება აქვთ განსაზღვრული.

წყარო

Facebook Comments

ახალი დადებული