ნაცოპოზიციის გზავნილების გაანალიზება უმარტივესია – რასაც ამბობენ, ყველაფერი პირიქითაა

ნაცოპოზიციამ მავნე ტრადიციას არ უღალატა და გახარიასა და პომპეოს სატელეფონო საუბრის შესახებ გადაბრუნებულად მიაწოდა საზოგადოებას საკუთარი დეზინფორმაციული გზავნილები,-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ გზავნილების გაანალიზება უმარტივესია, რადგან რასაც ამბობენ, რეალურად, ყველაფერი პირიქითაა.

„ რეალობა კი ისაა, რომ:

– საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უსაფრთხოებას და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას.
– საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადაასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს აშშ-ის, ნატო-სა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.
– საუბრისას, ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. ეს სახელმწიფო დეპარტამენტის ცალკე განცხადებაშიცაა აღნიშნული.
– უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია, რომელიც გიორგი გახარიასა და მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. გუშინდელი საუბრის დროს, პომპეო და გახარია შეთანხმდნენ, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. დამოკიდებულია პანდემიის მასშტაბზე.
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერთან საუბრისას, სხვა ქვეყნების ლიდერების მსგავსად, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
– ბუნებრივია, მხარეების შეეხნენ რუსულ ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას. სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
– ითქვა ისიც, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდ ინტერესი აქვთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი, რომლითაც დღემდე უკვე 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა.
– რასაკვირველია, ყურადღება დაეთმო “ქართული ოცნების” გუნდის მიერ წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. ასევე მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც, რომელზეც პრემიერმა გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე და ამას თავად იხილავენ უცხოელი დამკვირვებლები.
– ცხადია, მართლმსაჯულების რეფორმა და დემოკრატიის განმტკიცება პროცესია ყველა განვითარებად და განვითარებულ ქვეყანაში. საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ მარლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად გაგრძელდეს ძალისხმევა.
– Last but not least (და ბოლოს და არა მნიშვნელობით ბოლოს) აღინიშნა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, რაც უმნიშვნელოვანესია საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის.

P.S. ნაცოპოზიციის გზავნილების გაანალიზება, ზედმეტი ინტერნეტ-ძიების გარეშე უმარტივესია – რასაც ამბობენ, ყველაფერი პირიქითაა!“,-წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული