სოზარ სუბარი: მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, რომ მიყენებული ზარალი აუნაზღაუდრეთ

მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, რომ მიყენებული ზარალი აუნაზღაუდრეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონალური განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით სპეციალური ჯგუფთან ერთად იგი იმყოფება რაჭაში და ვერტმფრენიდან დაათვალიერეს ყველა ის ადგილი, სადაც სტიქია მოხდა.

„მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მდინარე რიონი კი არ არის ადიდებული, არამედ ყველა მცირე შენაკადი. ახლა პროცესი შედარებით ჩაცხრა. რიონიც შედარებით კალაპოტში ჩადგა, თუმცა ძლიერად მოედინება.

სოფელ ღებიდან 11 კილომეტრში ხიდია წაღებული. მთლიანობაში 12 სოფელია მოწყვეტილი და ეს არის 2 ათასი ადამიანი, რომლებიც ასევე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასევე, 10 ხიდია მეტ-ნაკლებად დაზიანებული. ზოგან ხიდთან მისასვლელი გზის ნაწილია მთლიანად წაღებული. არის შემთხვევები, სადაც გზაზე 250-მეტრიანი გზის მონაკვეთია წყლისგან წაღებული. უკვე დაწყებულია სამუშაოებ და ერთ-ერთი მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, იგი ჩართვის მომენტში მაშველებთან ერთად იმყოფებოდა და მასთან ერთადა იყო ასევე მაჟორიტრი კანდიდატი გოჩა ენუქიძე.

სუბარმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდების აღდგენა შესაძლოა დღის ბოლომდე მოესწროს. მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. უფრო დეტალურად კი ყოველივე ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებას.

ამასთან, გარე სამყაროს მოწყვეტილ 12 სოფელში 500-მდე ტურისტია ჩარჩენილი.

სუბარის თქმით, გადაუდებელ შემთხვევებში ტურისტების გამოყვანა ვერტმფრენითაც მოხდება.

„უმრავლესობისთვის სტიქიის ადგილებიდან გამოსვლა აუცილებლობა არ არის. მომარაგების პრობლემა არ აქვთ. გვქონდა ინფორმაცია ერთ ადამიანთან დაკავშირებით, რომ გადაუდებლად ესაჭიროებოდა წამალი. ეს მედიკამენტი ვერტმფრენში გვაქვს და მივაწვდით. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია არასრულწლოვანთან დაკავშირებით, რომლის კვება იყო პრობლემა და ამას მივაწვდით. ასე, რომ საჭიროებების მიხედვით ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ტექნიკა მობილიზებულია და ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდება“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ასევე, რამდენიმე სახლია დაზიანებული და სავარგულებია წაღებული.

„ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. იგი საკმაოდ დიდია, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული, არამედ მოსახლეობის მიერ განცდილიც. ამ ყველაფერს დავითვლით და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ადამიანს, რომ მიყენებული ზარალი აუნაზღაუდრეთ“, – განაცხადა სუბარმა.

Facebook Comments

ახალი დადებული