„ტელეფონიანი ხელი გავყავი ფანჯარაში… თუ ოდესმე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, სცადეთ“-ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, როდესაც შუაღამისას, კორპუსთან მთვრალი კაცი, რომელიც მცხოვრებლებს ძილს უფრთხოდა, უცნაური ხერხით შეაშინა.

როგორც ყოფილი ტელეწამყვანი წერს, კაცი, რომელიც მის ეზოში, დაკეტილ ავტოტექმომსახურეობის სავარაუდოდ, უკმაყოფილო კლიენტი იყო, „იუთუბზე“ მოძებნილი პატრულის სირენის ხმით შეაშინა.

Khatia Sichinava

ერთი ძველი ისტორია უნდა გავიხსენო 😂 შუაღამეს მაღვიძებს ხმაური. კორპუსის წინ გარაჟებში, ავტოტექმომსახურებაა. ვიღაც ძალიან მთვრალი კაცი მიადგა ამ დაკეტილ გარაჟებს და ბოლო ხმაზე უხმობს ვიღაც ზურას, თან საშინლად აგინებს როგორ გადამაგდე გამოდი გელაპარაკოო 🤪 ზურა რა თქმა უნდა არ გამოდის რადგან არც იმყოფება იქ და ნუ ვიფიქრე ბოლობოლო წავათქო 🤷🏼‍♀️ ნახევარი საათი მოთმინებით ვისმენ ამ კაცის ღრიალს 🤬 ნუ ჩემს ქმარს ხმაური ნაკლებად აღელვებს ძილში 😑 რომ მივხვდი ეს ლოდინი შეიძლება დილამდე გაგრძელებულიყო, დავიწყე გამოსავალის ძებნა 🤔 ვინც ეძებს ის პოულობს 😂😂 მოვიძიე იუთუბზე პატრულის სირენა, მივედი ფანჯარასთან, ტელეფონიანი ხელი გავყავი ფანჯარაში და ჩავრთე 😂😂😂 ღამის სიჩუმეში, ამ კაცის გინებას სირენის გამყინავი ხმა შეერია. ზურააა პატრული დამაყენე შე ტუ ტუ ტუ ო დაიღრიალა მთვრალმა და უკანმოუხედავად გაიქცა 😂😂😂😂 მე სიცილისგან ძილი გამიტყდა და დილამდე დავრჩი დაჭყეტილი 😂😂😂😂 თუ ოდესმე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით სცადეთ 😂😂 ამართლებს 👌

ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე ოთხი შვილის მშობლები არიან. ნანატრი ბიჭის მშობლები 11 მაისს გახდნენ. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

Facebook Comments

ახალი დადებული