უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში უხვი ნალექი მოსალოდნელი არაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების თქმით, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში 30 და 31 ივლისს ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა სავარაუდოა ხანმოკლე წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი ელჭექით.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი პირველ აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი.

„დღეს საქართველოს ტერიტორიაზე უხვი ნალექი მოსალოდნელი აღარ არის. ხვალიდან როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. დედაქალაქშიც და რეგიონებშიც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მაღალ მთასა და აღმოსავლეთში შესაძლოა ელჭექითაც. არამდგრადი ამინდი კი პირველი აგვისტოდან, დღის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი”, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსი, მაია ქააძე.

Facebook Comments

ახალი დადებული