11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების 46,6% რუსეთზე მოდის

საქართველოში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების თითქმის ნახევარი, 46,6% რუსეთზე მოდის. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ანგარიში, გუშინ, 28 ივლისს გამოაქვეყნა. ანგარიში 11 ივლისისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დაფიქსირებული 980 შემთხვევიდან 272 (27,7%) “იმპორტირებული” იყო. “იმპორტირებული” 272 შემთხვევიდან 127 რუსეთზე, 23 (8,4%) – თურქეთზე, 22 (8%) – აზერბაიჯანზე და 21 (7,7%) – სომხეთზე მოდის.

Facebook Comments

ახალი დადებული