ბრაზილიის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდგინდა

A primeira-dama Michelle Bolsonaro durante o seminário Mães de Crianças com Microcefalia: Entendendo os Desafios e Superando o Preconceito, na Câmara dos Deputados.

ბრაზილიის პირველ ლედის, მიშელ ბოლსონაროს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„ბრაზილიის პირველი ლედის კორონავირუსზე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ის თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ ყველა პროტოკოლს შეასრულებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს, ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო კორონავირუსისგან განიკურნა. 7 ივლისს ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ჰიდროქსიქლოროქინის მიღება დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული