დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა. 

„ფოსტით საყოველთაო ხმის მიცემით 2020 წლის არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უზუსტო და თაღლითური არჩევნები იქნება. ეს დიდი სირცხვილი იქნება აშშ-სთვის. ხომ არ სჯობს არჩევნების გადადება მანამ, სანამ ხალხი სათანადოდ და უსაფრთხოდ ხმის მიცემას შეძლებს?“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული