ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის  ეკატერინე ტიკარაძის  განცხადებით, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.

როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა, ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს დაგეგმილია.

„მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში. იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებით და როგორი სისტემით განახლდება სკოლებსა და ბაღებში სწავლა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  

Facebook Comments

ახალი დადებული