რუსეთში ინჟინერმა ბავშვობის ოცნება აიხდინა (ფოტოები)

რუსმა ინჟინერმა პაველ ჩილინმა ბავშვობის ოცნება აიხდინა და სოფელ ულიანოვკაში, საკუთარ ნაკვეთზე რკინიგზა ააშენა, რომელზეც თვითნაკეთი ორთქლმავალიც კი მოძრაობს, ინფორმაციას RTVI ავრცელებს.

ოცნების განხორციელებისთვის ჩილინს 10 წელი დასჭირდა. 330 მეტრიან რკინიგზასთან ერთად ნაკვეთში ხიდიც აშენდა, არის სამი მოსახვევი, პატარა დეპო და თავად ორთქლმავალი. 

„ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. დამებადა მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ ლიტვაში ვიწროწნული ორთქლმავალი ვნახე“,-ამბობს ინჟინერი.

მისივე თქმით, რკინიგზით აღფრთოვანებული არიან ადგილობრივი ბავშვები. გარდა ამისა, შესაძლებელია ნაკვეთის ერთი ბოლოდან მეორეში მძიმე ტვირთის გადაზიდვა. 

Facebook Comments

ახალი დადებული