ჩვენ მივაღწევთ სამართალს, რაც არ უნდა წინააღმდეგობა გაგვიწიონ შაქარაშვილის ოჯახის წევრებმა

ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა.  გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ელისო კილაძესთან და მარიამ ჯიშკარიანთან საუბრისას, ადეიშვილმა მიანიშნა, რომ მათ შაქარაშვილის ოჯახზე მეტად შეტკივათ გული და ჭეშმარიტებას მაინც დაადგენენ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ამის წინააღმდეგია.

„მედია ვითხოვთ სამართალს და იმედია, ამას მივაღწევთ. რაც არ უნდა წინააღმდეგობა გაგვიწიონ თუნდაც ოჯახის წევრებმა“,-განაცხადა მან. 

ადეიშვილის ნათქვამს სოციალურ ქსელში მრავალი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც ფეისბუქმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტისა და ტელეკომპანიის ბოლოდროინდელი საქციელი ადამიანურობის ზღვარს გასცდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული