ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსზე ტესტირებული 1 211 ადამიანიდან ვირუსი არავის აღმოაჩნდა

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსზე ტესტირებული 1 211 ადამიანიდან კორონავირუსი არავის აღმოაჩნდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ედვინ სალვადორმა განაცხადა. 

ჯანმოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ქვეყანაში 696 ადამიანი კარანტინში იმყოფება. ისინი იმ სასაზღვრო ქალაქში მუშაობდნენ, საიდანაც ქვეყანაში პირველი საეჭვო სიმპტომების მქონე პირი შევიდა.

ამჟამად ჩრდილოეთ კორეაში 15 ლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც კორონავირუსზე ტესტირებები ტარდება.

Facebook Comments

ახალი დადებული