ჯანმოს დირექტორი: ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ჩვენი სიცოცხლის დასაცავად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.  რომ ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქება ახალგაზრდების გაუფრთხილებელ ქცევას უკავშირდება.

„მონაცემების თანახმად, ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქება ახალგაზრდების ქცევითაა განპირობებული. ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცვის ისეთივე ზომები უნდა მიიღონ, როგორც დანარჩენები იღებენ“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა და სიცოცხლის დასაცავად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ჩვენი სიცოცხლის დასაცავად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა. საკუთარი თავი და სხვებიც უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით ისინი, ვინც რისკის ჯგუფში შედის“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

Facebook Comments

ახალი დადებული