ანა დოლიძისგან ასეთ დამოკიდებულებას არ ველოდი მიუხედავად იმისა, რომ თავი ბევრჯერ შეირცხვინა

ანა დოლიძე არ არის ცუდი გოგო, მაგრამ მის მიერ ჩემი ასეთი დახასიათება-„ფანრიანი ტელეფონი“, და თითქოს ეგ არის დავითი და მე ვარ გოლიათი, არასერიოზულია,- ასე გამოეხმაურა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი მის კონკურენტს, ანა დოლიძეს postv-ს ეთერში.

„მართალი გითხრათ, არ მოველოდი ანა დოლიძისგან, რომ ასეთი განცხადებებით წამოაყენებდა თავს. როგორც ამბობს, დავითის და გოლიათის ბრძოლა იქნება, მაგრამ ის გაიმარჯვებს, რათა დიდუბის ეკლესიაში, სადაც თამარ მეფემ ჯვარი დაიწერა, მის გარშემო იყოს ის წალკოტი, რაც თამარ მეფის დროს იყო- ეს დამოკიდებულება თვითონ საკითხის მიმართ, არათუ მხოლოდ არასერიოზულია, არამედ რაღაც გაუთვალისწინებელია. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ საკითხში თავი შეირცხვინა, ანა დოლიძისგან ეს მოულოდნელი იყო. არ ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას ეპატაჟები, ეხლა ეპატაჟის დრო არ არის, ახლა არის იმ სტრატეგიის განვითარების და წარმატებამდე მიყვანის დრო., რომელიც დაწყებულია ქვეყანაში.

ფანრიან ნოკიაში მან სიბნელე იგულისხმა, თუმცა ეს განცხადება არ არის მთავარი, მე დამოკიდებულებას ვუწუნებ მასაც და იმ ადამიანებსაც, ვისაც ეს განცხადება მოეწონა~,-განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, მაჟორიტარად იყაროს კენჭი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, მისი თქმით, ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21 საუკუნეში.

Facebook Comments

ახალი დადებული