გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

ცნობისთვის, დაკავებულების ნაწილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 225-ე და 143-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ძალადობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული