გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: ყველა ბერკეტს ამოვწურავთ და აქ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს

„ყველა ბერკეტს ამოვწურავთ და აქ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოსგიორგი გელხაური“, ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ-ს ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„შუამდგომლობების დაკმაყოფილების მოლოდინი დიდად არ გვაქვს, რადგან მოსამართლე, რომელმაც განიხილა არასრულწლოვანთა პირველი წარდგენა სასამართლოში, მათ შეუფარდა პატიმრობა. ახლა იგივე მოსამართლე განიხილავს ამ შუამდგომლობას, შესაბამისად, მოლოდინი ნაკლებად გვაქვს. ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს ამოვწურავთ და აქ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

Facebook Comments

ახალი დადებული