ეკატერინე ტიკარაძე: პანდემიის პირობებში ინფიცირების ერთეული შემთხვევა ყოველთვის მოსალოდნელია

პანდემიის პირობებში ინფიცირების ერთეული შემთხვევა ყოველთვის მოსალოდნელია – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, COVID-19-ის მეორე ტალღასთან დაკავშირებით მოლოდინი მთელ მსოფლიოში არსებობს და ამ შემთხვევაში ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი.

როგორც მინისტრი ამბობს, ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ჩვენს ქვეყანაშიც ელოდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი როგორც სისტემის მზაობის, ასევე მოქალაქეებთან კოორდინაციის კუთხითაც, რადგან საზოგადოება მეტად დამყოლი იყოს სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში.

Facebook Comments

ახალი დადებული