,,მუხლისჩოქება ვევედრები ქალბატონს შემხვდეს. ისეთი ინფორმაცია უნდა გადავცე, რომელიც დააეჭვებს“- თამაზ ხომასურიძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირის ზ.ხ.-ს მამა გარდაცვლილის დედასთან შეხვედრას ითხოვს.

ამის შესახებ მან არასრულწლოვანი ბარლდებულების წინასასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა

„ისე ჩანს, რომ ბავშვები კვლავ პატიმრობაში დარჩებიან. მოსამართლეს ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და არავის უსმენს. ამ ხნის განმავლობაში მუხლისჩოქება ვევედრები ქალბატონს შემხვდეს. ისეთი ინფორმაცია უნდა გადავცე, რომელიც დააეჭვებს“,– განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

მისი თქმით, გამოძიება არასწორად მიმდინარეობს, იმ მიზნით, რომ პროცესი მალე დასრულდეს.

„გამოძიება თვაიდანვე არასწორად წარიმართა. გამომძიებელმა მითხრა, ისე დავწეროთ, რომ ყველას ჩვენება ერთმანეთს დაემთხვესო, მაგრამ მე ეგრე არ მაწყობს. მირიან ნიკოლაძეს საკუთარი პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და გამოძიების ვერსიას ამიტომ ემხრობა“, – აღნიშნა არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მშობელმა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა მე-4 საათია მინდინარეობს.

საქმის ოქროს მოწმემ გურამ ამირხანაშვილმა დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. ამოიცნო. როგორც მან გამოძიებას უთხრა, ბრალდებული ზ.ხ. 19 ივნისის ღამეს „ტოიოტა ქამრის“ მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა არ უთქვამს, რომ ზ.ხ.-სგან რაიმე სახის ძალადობას ან შეურაცხჰყოფას ჰქონდა ადგილი.

Facebook Comments

ახალი დადებული