პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გავრცელების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

Handcuffed business criminal --- Image by © Wavebreak Media Ltd./Corbis

სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული