პრეზიდენტი რურუაზე: ამ პიროვნებას არ შევიწყალებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

„ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ, მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი ვერ მოახდენს გავლენას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისაკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს და „ბოროტების“ საძმოს ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი რურუას 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული