სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ახალი დროშა – კვადრატული ფორმის თეთრი ალამი დაამტკიცა.

აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე ბრძანებულება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის დროშა უნდა დამტკიცდეს საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანდართული სახით.

დროშის დიზაინი:

საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით გველეშაპის განმგმირავი მხედარი – წმინდა გიორგი, ოქროს შარავანდედით. დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან.

prezidentis-drosha_o_h.jpeg

ბრძანებულება, რომელსაც ხელს სალომე ზურაბიშვილი აწერს, საკანონმდებლო მაცნეზე 30 ივლისს გამოქვეყნდა და ძალაში ამოქმედებისთანავე შევიდა.

Facebook Comments

ახალი დადებული