საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6596 მოქალაქე იმყოფება.

Facebook Comments

ახალი დადებული