პეტერბურგში ცნობილი რეპერი მეუღლემ დაანაწევრა

Versus Battle-ის წევრი ენდი კარტრაიტის გვამი პოლიეთილენის 5 პაკეტში მოთავსებული იპოვეს,-ამის შესახებ რუსული პრესა იუწყება.

30 ივლისს, დილით ცნობილი გახდა Versus Battle-ის წევრის, ალექსანდრ იუშკოს, იგივე ენდი კარტრაიტის გარდაცვალების შესახებ. სამართალდამცველებმა მისი მეუღლე მარინა კოხალი დააკავეს. მანამდე ქალმა ადვოკატს დაურეკა და განუცხადა, რომ ქმარი 4 დღის წინ ნარკოტოკის ზედოზირებით გარდაეცვალა, მან კი, ცხედარი დაანაწევრა და პარკებში მოათავსა. ადვოკატმა პოლიციას შეატყობინა.

მარინას თქმით, ქმრის ნარკოტიკებით სიკვდილი სამარცხვინოდ მიიჩნია და ამიტომ, გადაწყვიტა, რომ სჯობდა ის საერთოდ გამქრალიყო. 4 დღის განმავლობაში ქალი ქმრის სხეულს ხერხავდა, შემდეგ ნაწილები 5 პაკეტში ჩაალაგა და მაცივარში შეინახა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბინაში მასთან ერთად იმყოფებოდა ორი წლის შვილი. 

გამომძიებლებმა ნევის გამზირზე, გარდაცვლილის ბინიდან ამოიღეს ჩაქუჩი, დანა, ჯამი და ხის დაფა.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. ერთი თვის განმავლობაში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი. თუ ის მოკლული არ არის და მართლაც  ნარკოტიკებით გარდაიცვალა, მკვლელობის მუხლით საქმე შეწყდება. თუმცა ქალს პასუხისგება მაინც მოუწევს გარდაცვლილის ცხედრის განადგურების გამო. 

მომხდარის ყველა გარემოებაზე დეტალური ჩვენების მიცემის შემდეგ რეპერის ცოლი სახლში გაუშვეს, მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. „ის ადეკვატურად იქცევა, ყველა კითხვას პასუხი გასცა, რამდენად სიმართლეა მისი მონაყოლი, ამას ექსპერტიზის პასუხი დაადგენს“,-აცხადებენ სამართალდამცველები. 

Baza-ს ინფორმაციით, ქალს ქმრის სხეულის დანაწევრებაში დედა ეხმარებოდა. რეპერის სიდედრს ამჟამად ქალაქიდან გასვლა აქვს აკრძალული. ბინა, სადაც 30 წლის მუსიკოსის ცხედარი აღმოაჩინეს, საგულდაგულოდ დასუფთავებული იყო, მეუღლის თქმით, მან ის შპრიციც გადააგდო, რომლითაც ქმარმა ნარკოტიკი გაიკეთა. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, არსებობს ერთი საეჭვო დეტალი- ცხედარს მხარზე მამაკაცის ხელის ნაჭდევი ეტყობა.

აკრძალული ნივთიერების მოსაძებნად, პოლიციელებმა ბინაში ძაღლი მიიყვანეს, მაგრამ მან ნარკოტიკს ვერ მიაგნო, თუმცა მარინა ამტკიცებს, რომ ქმარს ის ნამდვილად ჰქონდა. მისივე თქმით, პენდემიის დროს იუშკო დეპრესიაში ჩავარდა გადადებული კონცერტების და შემოსავლის მკვეთრი შემცირების გამო. ოჯახს დიდი ბინა აქვს ნაქირავები, რასაც ყოველთვიურად სერიოზული თანხა ჭირდება.

ალექსანდრ იუშკო 1990 წელს დაიბადა უკრაინაში, მან სახელი რეპ-ბატლებში მონაწილეობით გაითქვა. მეგობრების თქმით, ის ალკოჰოლის მომხმარებელი იყო, მაგრამ ნარკოტოკს არასდროს ეკარებოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული