„თუ ის მოგწონს, რასაც ამ ვიდეოში მშვილდაძე ამბობს, შენში რაღაც პრობლემაა“

თუ ის მოგწონს, რასაც ამ ვიდეოში მშვილდაძე ამბობს, შენში რაღაც პრობლემაა,- ასე ეხმაურება ზაზა კევლიშვილი ვიდეოს, რომელსაც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა, აქტიურად აზიარებენ.  

ვიდეოში, რომელიც 2012 წელსაა გადაღებული. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და ივნისის აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე მიშა მშვილდაძე „მძიმე კაცთან“ ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ ის მისი ყოფილი მეგობრის, შალვა რამიშვილის ციხეში ყოფნის დროს მის ოჯახს არაფრით ეხმარებოდა. „ჩვენ არ ვართ სენტიმენტალური ადამიანები და ზოგადად, არ ვაქცევთ ყურადღებას ბევრი ადამიანის ბევრ ოჯახს“,-ამბობს მიშა მშვილდაძე ინტერვიუში (6:20).

ზაზა კევლიშვილის თქმით, მშვილდაძე სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებული პროექტია- უსისხლო და უღირსებო.

„ყველას შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს რამიშვილზე, მშვილდაძეზე, კოვიზირიძეზე, პოლიტიკაზე, ქოცებზე, ნაცებზე, შუანაცებზე, კეზერაზე, რურუაზე და ყველაფერზე, მაგრამ თუ ის მოგწონს რასაც ამ ვიდეოში მშვილდაძე ამბობს, შენში რაღაც პრობლემაა.

მშვილდაძე სააკაშვილის ხელისუფლების დასრულებული პროექტია, ის პოსტრევოლუციური ახალი ქართველია – უსისხლო, უჯიშო, უღირსებო. აი ესეთი ხალხი არიან, რად გინდათ პოლიტიკური პროგრამების კითხვა და ანალიზი, აგერ კაცმა მთელი მათი მსოფლმხედველობა დაფქვა. აწი უკვე ჩვენზეა, ეს ან მოგწონს ან არა“,-წერს ზაზა კევლიშვილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული