„იუვენტუსმა“ „ნაპოლის“ ბერნარდესკის მილიკში გაცვლა შესთავა

ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ ნეაპოლელებს ფედერიკო ბერნარდესკის არკადიუშ მილიკში გაცვლა შესთავაზა, – იუწყება Sky Italia.

გამოცემის ინფორმაციით, ტურინელები მზად არიან, რომ „ნაპოლის“ დამატებით თანხაც გადაუხადონ.

აღნიშნავენ, რომ მილიკი ნეაპოლში დარჩენას არ აპირებს, მისი კონტრაქტი კი 2021 წელს იწურება და „იუვენტუსის“ ეს წინადადება „ნაპოლის“ ხელს უნდა აძლევდეს.

2019/20 წლების სეზონში არკადიუშ მილიკმა იტალიის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 ბურთი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

Facebook Comments

ახალი დადებული