კობა დავითაშვილს სამსახურში აღადგენენ, ირმა ინაშვილი კი, მედიკამენტებით დაეხმარება

„პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს,-ამის შესახებ კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ძველი სამსახურიდან დაუკავშირდნენ და სამსახურშიც აღადგენენ.

„ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა“,-წერს კობა დავითაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

შეგახსენებთ, გუშინ კობა დავითაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას დახმარების თქხოვნით მიმართა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა, ფეისბუქმომხმარებლებმა ონლაინ პეტიციაც შეადგინეს. ხელმომწერები პოლიტიკოსის მედიკამენტების უზრუნველყოფას ითხოვდნენ. 

Facebook Comments

ახალი დადებული