პოლიტიკა

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვარი იხსნება

Nusagi

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვრის გახსნაზე შეთანხმება შედგა.

გადაწყვეტილებას წინ ოკუპირებულ რეგიონში ეპიდვითარების შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და როსპოტრებნადზორის დადებითი დასკვნა უძღოდა.

„მოსკოვში აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მოლაპარაკებები და კონსულტაციები გრძელდება, თუმცა, საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიღებულია“, – ნათქვამია „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

რუსეთში აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელების დეტალები, მექანიზმები და პირობები ჯერ კიდევ განიხილება.

ე.წ. საზღვარი რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის დღეიდან იხსნება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,616 ნახვა
%d bloggers like this: