პოლიტიკური ძალა, რომელსაც მე წარმოვადგენ, ცდილობს, ეს პატარა ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს ჩვენს გარშემო არსებული უშველებელი გამოწვევებისგან

ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ, რა გადახდათ უახლოეს წარსულში, ნამდვილად არ გვაპატიებენ, რომ ეს თემა ასე ადვილად გავატაროთ,-ამის შესახებ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ postv-s ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგიდან 50-ზე მეტი საქმე ჩამოვიდა, მათ შორის წამების, როცა ადამიანი ყვირის წამების დროს და ამას სხვებს ასმენინებენ, ადამიანების მოკვდინების და სხვა უმძიმესი დანაშაულის, რაც წინა ხელისუფლების დროს არის ჩადენილი, 

„საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნები და არჩევანი- ერთ მხარეს არის დესტრუქცია, მეორე მხარეს რეალური სტრატეგიული მიმართულებები, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ  პრობლემებიდან, რაც მსოფლიოს შეუქმნა პანდემიამ“,-განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წევრებს უნდათ, მოატყუონ საქართველოს საზოგადოება, თითქოს რაიმე რესურსი გააჩნიათ ამ უმძიმეს პერიოდში ქვეყნის მართვის . 

„რითიც გვიტევდნენ, ერთ-ერთი მათი ასპექტი, რომ აქ არის არაფორმალური მმართველობა, გამოჩნდა, რომ იმ კაცმა ქმედითუნარიანი გუნდი შექმნა. მეორე, მთავარი თემა არის სადიზმი, რომელიც ახასიათებს ამ ჯგუფს. ​არის კიდევ მეორე ჯგუფი, რომელიც ცდილობს თავისი თავი წარმოაჩინოს კონსტრუქციულად. 

ამ ჯგუფებისთვის სიტყვა „ფარჩაკობა“ არის ძალიან მსუბუქი ტერმინი- ეს არის უშველებელი სწრაფვა ხელისუფლებისკენ, რის გამოც აყოველგვარი ზნეობისგან აქვთ ხელი აღებული და არაფერს ერიდებიან. 

თუნდაც ახლა რაც ხდება. აზერბაიჯანელებს არწმუნებენ, რომ სომხეთი რომ ისვრის, ის ჩვენს მიერ მიწოდებული იარაღით ხდება. იციან, რომ ჩვენთან ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და სომხები და უნდათ, აქაც დაიწყოს კონფლიქტი. პოლიტიკური ძალა, რომელსაც მე წარმოვადგენ, ცდილობს, ეს პატარა ქვეყანა გამიყვანოს სამშვიდობოს ჩვენს გარშემო არსებული ომისა და დაპირისპირებების უშველებელი გამოწვევებიდან  და ამ მიმართულებით ბევრი რამ უკვე გაკეთებული“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments

ახალი დადებული