სამივე ახალი კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია

დღეს საქართველოში, კოვიდცენტრებში 345 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე განცხადებით, მათგან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია შეყვანილი. ერთი პაციენტი რუსეთიდანაა შემოსული, მეორე კი – აზერბაიჯანიდან.

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმშია – 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული