11 მლნ გამოჯანმრთელებული – პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიო მასშტაბით კოვიდ 19-ის დამარცხება  11 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო. ამის შესახებ მონაცემებს worldometers ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ასევე იზრდება ინფიცირებულ პირთა რაოდენობაც. პირველი აგვისტოს მდგომარეობით, კოვიდვირუსით ინფიცირებულ პირთა საერთო რაოდენობამ 17 მლნ-ს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-ს 679 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, კოვიდინფექციის აფეთქება ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ვირუსი აქამდე უცნობი შტამით არის გამოწვეული. ინფექციამ 200-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია.

Facebook Comments

ახალი დადებული