ენძელა მაჭავარიანი: ჩვენი ქვეყნის დიდებული შვილი მალხაზ მაჭავარიანი იმქვეყნად მიდის!

მალხაზ მაჭავარიანი, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ზესტაფონის, ჩვენი გვარის დიდებული შვილი იმქვეყნად მიდის!,-ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი პოეტ მალხაზ მაჭავარიანის გარდაცვალებას.


„მიდის ვალმოხდილი, ამქვეყნიური დარდისა და ტკივილის, სიცოცხლისა და სიყვარულის ღირსეულად მატარებელი და მის ოჯახს, ახლობლებს, ყველა მის ნათესავს და ნაცნობს დიდ ტკივილს გვიტოვებს!
მისი ცხოვრება, შემოქმედება, საზოგადო მოღვაწეობა ნათელი მაგალითია, იმ დიდი ადამიანების უბრალოებისა, პოეზიის ლამაზი ფრთებით ყოფიერების ყოველდღიურ ტკივილს და პირადი ტრაგედიის უმძიმეს სევდას, სამარადისოდ მანათობელ კელაპტრებად რომ აქცევენ და თავადაც ანთებულ სანთლებად რჩებიან.
ამქვეყნად ყოფნა დაასრულა და მარადისობაში გადავიდა მალხაზ მაჭავარიანი. ადამიანი, რომელიც მთელი თავისი არსებით მოწმობდა, რომ სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. წასვლით კი, იმას გვახსენებს, რომ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა. უფალმა დაუმვიდროს სასუფეველი“,-წერს ენძელა მაჭავარიანი.

მალხაზ მაჭავარიანს ხვალ, 2 აგვისტოს, 14.00 სთ-ზე დაკრძალავენ. პოეტს ზესტაფონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. 

Facebook Comments

ახალი დადებული