ანა დოლიძე: იმედია ოპოზიცია არ დააყენებს ჩემს ოლქში კანდიდატს

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელიმა, ანა დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია აღნიშნულ ოლქში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს, 

“ეს განამტკიცებს იმ გაგებას ხალხში, რომ მთავარი დანიშნულება დღეს არის პოლიტიკური ოლიგოპოლიის, ორპოლუსიანობის, ორმეფობის შენარჩუნება პოლიტიკაში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მისი მთავარი ამოცანა “ქართული ოცნების” დამარცხებაა. 

„ჩემი ამოცანაა, დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ გავლენიანი, მაგრამ არაპოპულარული კანდიდატი ამ ოლქში – გია ვოლსკი. ამ პირობებში, ამხელა რესურსის მქონე კანდიდატთან ისედაც რთულია, გამოვხატავ იმედს, რომ ოპოზიცია არ გადაწყვეტს კიდევ უფრო გაყოს კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ხმები და არ გადაწყვეტს დააყენოს ამავე ოლქში თავისი კანდიდატი. ეს იქნება იმ განწყობის, შეთანხმების შესრულება, რომელიც თავიდანვე გააკეთა ოპოზიციამ ამ ოლქთან და თბილისთან მიმართებაში. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ საჯარო დაპირებას ხალხის წინაშე შეასრულებენ. თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ დააყენოს კანდიდატი, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, ვინაიდან განამტკიცებს იმ გაგებას ხალხში, რომ მთავარი დანიშნულება დღეს არის პოლიტიკური ოლიგოპოლიის, ორპოლუსიანობის, ორმეფობის შენარჩუნება პოლიტიკაში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული